საგარეჯოში ახალი რეკრეაციული ზონა კეთდება
საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი არეალი მოეწყობა. მუნიციპალიტეტის მერიამ თამარ მეფისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე, მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: სკვერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკები; შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსი; საბავშვო-გასართობი მოედნის და საბავშვო ატრაქციონები; სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ქვაფენილებით; ბილიკებს შორის მოეწყობა გამწვანება; მოეწყობა სასმელი წყლის ფანტანი და დასასვენებელი ჯიბეები, სკამებით და სანაგვე ურნებით; სპორტული საკალათბურთო მოედანი და ქუჩის ტრენაჟორები. ასევე გაკეთდება ბილიკების გასწვრივ დეკორატიული განათება, ლამპიონი და დეკორატიული ღობე.სკვერში მოეწყობა ახალი მონოლითური კედლები, ფანჩატური და საპირფარეშო.

| Print |
FaceBook Twitter Google