ლიბერთის სოციალურ ბარათებზე პინ კოდის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდა
ქვეყანაში COVID 19 პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ლიბერთი საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადას ახანგრძლივებს.

ლიბერთის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომელთა საპენსიო თუ სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში იწურება, ეს ვადა ავტომატურად გაუგრძელდებათ 1 ნოემბრამდე და ბარათების მფლობელებს არ მოუწევთ ბანკის ფილიალებში ვიზიტი პინ-კოდის განსაახლებლად.

| Print |
FaceBook Twitter Google