კორონავირუსით კიდევ 59 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი. გარდაიცვალა 59 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 506 040 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 440 370, გარდაიცვალა 6 649 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google