პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დასრულდება.
განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, კოლეჯ „მერმისს“ ეწვია, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და დაინტერესდა, როგორ ემზადება დაწესებულება სტუდენტთა შერჩევისა და ახალი სასწავლო წლისთვის.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და შეიქმნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google