კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის ონლაინკლინიკა ამოქმედდება
“ვმუშაობთ ცალკე ონლაინკლინიკის გაკეთებაზე, სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდინფიცირებულ ორსულებს კონსულტაციას ბინაზე გაუწევენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ჰქონდათ შეხვედრა მეან-გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან.
“ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო პერიოდში.

ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა მეანგინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან. ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში, კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის, ორსულების ტესტირება.

ვმუშაობთ ცალკე ონლაინკლინიკის გაკეთებაზე, სპეციალურად დაკომპლექტებული მეანგინეკოლოგებით, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ კოვიდინფიცირებულ ორსულებს ბინაზე”, – თქვა მან.



მისივე თქმით, დღეს რაც ნამდვილად შეუძლია თქვას არის ის, რომ ორსულებში “ფაიზერით” ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო.
“ამდენად, ყველა ორსული რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

| Print |
FaceBook Twitter Google