კორონავირუსით კიდევ 60 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი. გარდაიცვალა- 60.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 517 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 453 488, გარდაიცვალა 6 831 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google