დღეს ცესკოში არჩევნებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს განიხილავენ
ცესკოში დღეს სხდომა იგეგმება. ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოშივ ჩასატარებლად.
გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

დღეს დაგეგმილ სხდომაზე კომისიის 17-მა წევრმა სწორედ ამ აქტებზე უნდა იმსჯელოს, რათა 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს დახვდეთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო და ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია კენჭისყრაში მონაწილეობისთვის.

ამ დადგენილებებით დარეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები.

| Print |
FaceBook Twitter Google