დიღმის საველე ჰოსპიტალში 87 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
დღეის მონაცემებით, დიღმის საველე ჰოსპიტალში 87 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მათგან ჟანგბად დამოკიდებული კი „საკმაოდ ბევრია“ . შეგახსენებთ, დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google