„ღიმილის ბიჭების“ „ბოლოკა“ გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მსახიობი, გოჩა ლომია, რომელიც მაყურებელმა „ღიმილის ბიჭებში“ „ბოლოკას“ როლით გაიცნო, გარდაიცვალა.

ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს გოჩა მირცხულავა, რომელიც წერს:
„ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის… თითებზე დაითვლიდა იმათ, ვისაც გვიტარებდა ბოლოკას დაძახებას. “აბაროტს” შეჩვენებულოთი მიღებდა… ძალიან მეტკინა… ბოლოს მითხრა, შენ იშვითად რეკავ და რამე ხომ არ გწყინსო… დაბერდი-თქო… მე კი დავბერდი, მაგრამ შენ უნდა მყავდე მაგრად და ქურდოვანიძეო… ჰო, ვიცოდი და მაინც ვერ ვუთხარი პაატას… მაინც მას ვათქმევინე, რომ არ ხარ… ჰა, იძახე ახლა, გიტლერ კაპუტ… ან ორი პარავოზის ამბავი, ან სულაც – გუტენ მორგენ, პარმენა… როგორ მატკინე მაინც ბოლოკა, როგორ…. ძალიან..“

| Print |
FaceBook Twitter Google