სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია- ეკატერინე ტიკარაძე
სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებისთვის სვადასხვა ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, განაცხადა.

მინისტრის თქმით, ის დღეს თავადაც გეგმავს პედაგოგებთან შეხვედრას და მათ დარწმუნებას ვაქცინაციის აუცილებლობაში.
“სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია და ბატონმა ამირანმა როგორც განაცხადა, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეთანხმებით, სულ მცირე 80% პედაგოგებისა უნდა იყოს აცრილი იმისათვის, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ სკოლა არის უსაფრთხო. ასევე მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდანრე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისათვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ უსაფრთხო გარემოში, კლასის სივრცეში სწავლა”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /