საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს
ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა 2 კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ასევე, ჩვენ ხვალ საბჭოზე ვიმსჯელებთ სხვა დამატებით ღონისძიებებზე, გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარება გვაქვს დღეს. ბოლო 1 კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს გააჩნიათ“.“, - აღნიშნავს ტიკარაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საბჭო / ტიკარაძე /