რეგიონებში აღმავალ ტალღას ველოდებით – ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში კოვიდინფიცირების მაჩვენებლის მატებას ელოდებიან, რისთვისაც ქვეყნის მაშტაბით ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება ხდება.

მისივე თქმით, დაწყებულია მსჯელობა დამატებით შემზღუდავი ღონისძებების შემოღებაზე და გარვეული ჯგუფების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრის დაშვებასთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად კოვიდვითარება თბილისსა და აჭარაში დასტაბილურდა.
„ვინაიდან დღეს ვხედავთ თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჯერ ველოდებით აღმავალ ტალღას და მნიშვნელოვანი, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი. ასეთი რეგიონია კახეთი. დაგეგმილი გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრა, რათა მათი მხრიდან იყოს ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურული რესურსი მობილიზებული, რათა მოხდეს ჰოსპიტალში პაციენტების დროული გადაყვანა. ასევე ოჯახის ექიმებთან შეხვედრაა დაგეგმილი, რათა საინფორმაციო კამპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს“,–თქვა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე–ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირების რაოდენობა 56 753–ს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google