რთვლის პროცესში მონაწილე პირი რაც მალე აიცრება მით უკეთესია- თამარ გაბუნია
მიმდინარე კვირის ბოლოდან კახეთში რთველი დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადგილობრივ მევენახეებს და ყურძნის კრეფის პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან არსებული რეგულაციები.

მათ შორის ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. გაბუნია მათ ასევე მოუწოდებს ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ.

"რთვლის პროცესში მონაწილე პირი რაც მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება, მით უკეთესი. ერთი დოზაც კი იცავს ადამიანს. ინფიცირების პრევენციისთვის ეს იქნება კარგი გამოსავალი"- თქვა მინისტრის მოადგილემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაქცინა / რთველი /