მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე - ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე ძირითად განსახილველ თემას ინფიცირების მოსალოდნელი აღმავალი ტალღის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა წარმოადგენდა. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე.

თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი. კახეთის რეგიონი აქტივობისთვის ვაქცინაციის დაბალი პროცენტულობის მაჩვენებელისა და ტურისტების მაღალი ნაკადის გამო შეირჩა.

“მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შედგა და ყველა რეგიონს მოიცავს.

| Print |
FaceBook Twitter Google