პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი დააკავეს
პანკისში 5 ადამიანი დააკავეს. ხეობაში სპეცოპერაცია წუხელ გვიან ღამით ორ სოფელში: დუისსა და ქორეთში ჩატარდა.

ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google