რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი განახლდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დღეიდან ვაქცინაციის პროცესი განახლდება. საავადმყოფოში ვაქცინაციის რვა კაბინეტი იმუშავებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები იმუნიზაციის ხუთ ცენტრში ფუნქციონირებს. აქედან ოთხი ცენტრი, თავისუფალ რეჟიმში მუშაობს და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მოქალაქეებს შეუძლიათ, აიცრან. მიმართვიანობა ამ ეტაპზე მაღალია.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
| Print |
FaceBook Twitter Google