ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობის დრო იზღუდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა, 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

„25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google