ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცესკოსთან არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის- გიორგი ღიბრაძე
ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარდეს.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომპანიასთან იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს. მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, მათ შორის დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზეც. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე დაგეგმილი, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google