საქართველოში ამ დროისთვის 8022 საწოლია მობილიზებული
ამ დროისთვის ჰოსპიტალურ სექტორში 7410 პაციენტია. აქედან 1568 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 376 კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამ დროისთვის 8022 საწოლია მობილიზებული. „ეს არის მაქსიმალური დატვირთვა, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი კიდევ ცდილობს დამატებითი საწოლის მობიზილებას სომატური განყოფილებების პროფილის ცვლილების ხარჯზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google