საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +36 გრადუსი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

უწყების ინფორმაციით, 25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება. თბილისში 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google