როდის შემოვა საქართველოში johnson & Johnson–ის ვაქცინა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო Johnson & Johnson–ის ვაქცინას სექტემბერში მიიღებს. ვაქცინას გერმანიის მთავრობა საქართველოს საჩუქრად გადასცემს.

ამირან გამყრელიძის თქმით, აგვისტოს ბოლომდე, სავარაუდოდ, ქვეყანა არსებულ ნახევარ მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას გახარჯავს. მისივე განმარტებით, აქტიურად მიმდიანრეობს ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხიც.

„ჩვენი გათვლებით, აგვისტოში ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ დოზა ფაიზერს ანუ მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. აქედან 300 000 იქნება მეორე დოზებისთვის და 350 ათასი ადამიანი დამატებით შეგვიძლია ავცრათ სექტემბერში ორჯერადად, ამიტომ გთხოვთ, მეტ აქტივობას. თუ მილიონ დოზას გავაკეთებთ სექტემბერში, ჩვენ სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას. როგორც გრიპის დროს ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებთ ვაქცინას, ეს ბუსტერია ყოველწლიური, აქაც საჭირო გახდება, რადგან ესეც რესპირაციული ვირუსია. ეს იქნება 6 თვის, 8 თვის, 10 თვის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნები თავისი კვლევების საფუძველზე ამბობენ, მაგრამ დღეს – არა ”,– განაცხადა მან.

Johnson & Johnson–ის ვაქცინა, სხვა ვაქცინებთან შედარებით ერთხელ კეთდება და მას აქვს აშშ–ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია გადაუდებელი გამოყენებისთვის. Johnson & Johnson–ის ვაქცინა 18 და ზემოთ ასაკის პირებში ადმინისტრირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google