ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 64 პაციენტი მკურნალობს. როგორც ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.

„სტაციონარში მკურნალობას ამ ეტაპზე 64 პაციენტი აგრძელებს. 1 პაციენტი პოლიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სატურაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია ჟანგბადის წერტილით. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე პაციენტს ბინაზე გავწერთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 532 171 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 468 917, გარდაიცვალა 7 028 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google