ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატების გამო შესაძლოა, ტყის ხანძრების საფრთხე გაჩნდეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს ჩათვლით
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს.
უწყების ინფორმაციით, 27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა
მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ
შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს
გადააჭარბოს.
ამასთან, 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო
იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს
აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და
ძლიერი ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.
მასალის გამოყენების პირობები