სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა
წუხელ ღამით მოსულმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.
სეტყვის შედეგად დაზარალდა სოფლები - გავაზი, გრემი, სანავარდო, კუჭატანი და შილდა, ასევე, ქ.ყვარლის სავარგულები. წინასწარი ინფორმაციით დასეტყვილია სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სტიქიამ პრობლემები შექმნა თელავი - ყვარელის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სადაც წაქცეული ხეების შედეგად მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველები. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტიქია / ყვარელი /