სეტყვამ ველისციხე, ვაზისუბანი და ვაჩნაძეანი დააზარალა
გუშინ ღამით მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაისეტყვა სოფლები: ველისციხე, ვაჩნაძიანი და ვაზისუბანი.
განადგურებულია სასოლო-სამეურნეო სავარგულები.წინასწარი ინფორმაციით ვენახები 70-80 პროცენტით დაისეტყვა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამ დროისათვის ველისციხეში მოსახლეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ხვდება.

| Print |
FaceBook Twitter Google