საქართველოში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებშიც ჩატარდება
დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.
„ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. კერძოდ, ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილები, სადაც მოქალაქეები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას“, - განაცხადა მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google