კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა
თბილისში ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ორსული გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილი კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, პირველ აგვისტოს მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, ხოლო 2 რიცხვში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google