კახეთში კორონავირუსით კიდევ 343 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი-1639 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: აჭარა - 449, იმერეთი - 493,ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 222, გურია - 127, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 294, კახეთი - 343, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 100, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573 საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 189, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 184.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.

3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში.
44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google