ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი სტაციონარში დაგვიანებული გადაყვანაა.

„ყოველთვის ვერიდები კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, ეს არა მხოლოდ ოჯახის არამედ, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და ასევე სტატისტიკურ ჭრილში, ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნა, რაც არის გარკვეული მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში
თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა დავსძინო, რომ რიგ შემთხვევაში დაგვიანებული სტაციონარიზაცია. გუშინ ერთ-ერთი ორსულის, სამეგრელოდან საავადმყოფოში გადაყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ პოსტი ჰქონდა გამოქვეყნებული ფეისბუკზე. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია ფეისბუკზე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google