საქართველოში 1 095 069 აცრაა ჩატარებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 095 069 აცრა ჩატარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 26 აგვისტოს აიცრა 26 418 პირი. ერთი დოზით აცრილია 749 754 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 345 315.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს,საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google