კორონავირუსი 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა დადასტურდა.

უწყების ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდ-19, 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა, მათი ნაწილი კლინიკაში გადის მკურნალობას, ნაწილი კი სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები კი სპეციალურ სივრცეში განათავსეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.

ერთჯერადად ვაქცინირებულია მსჯავრდებულთა 66 %, სულ 6248 მსჯავრდებული, ორჯერადად კი, 55%, ჯამში - 5 234.

| Print |
FaceBook Twitter Google