კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავისურით ინფიცირებული 74 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 175-ს მიაღწია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4247 ახალი შემთხვევა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, დედაქალაქშია.
თბილისში - 1755 შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემები რეგიონების მიხედვით ასეთია:

კახეთი - 389 შეთხვევა;
მცხეთა მთიანეთი - 102;
ქვემო ქართლი - 295;
შიდა ქართლი - 254;
სამცხე-ჯავახეთი - 86;
იმერეთი - 447;
გურია- 121;
აჭარა - 456;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38;
სამეგერელო ზემო სვანეთი- 304.


დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობაა 45100;
გამოჯანმრთელებულია 3053 პაციენტი.


| Print |
FaceBook Twitter Google