საგარეჯოს მერობის კანდიდატად ლელომ ეკატერინე ქვლივიძე წარადგინა
პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის” საგარეჯოს მერობის კანდიდატი წარადგინა. მერის პოზიციაზე ეკატერინე ქვლივიძე იყრის კენჭს.
როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს არჩევნები არის გადამწყვეტი არამარტო ადგილობრივი კანდიდატებისთვის, ეს არის ტექსტი, რეფერენდუმი იმისა, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ.

„ეკატერინე ქვლივიძე არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი, ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახლავთ ერთადერთი სამხედრო მფრინავი. მე მისი ვაჟკაცობის, მისი ბრძოლისუნარიანობის, მისი პატიოსნების ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც ათასობით საგარეჯოელს, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი გაუძღვება საგარეჯოს ძალიან სერიოზული პროგრესისა და აღორძინებისკენ.“ - განაცხადა პარტიის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ.

„ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრებას, ღირსეულ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აშენებენ. ამიტომ არ გვაქვს უფლება დავხუჭოთ თვალი დღევანდელ ვითარებაზე. მე მზად ვარ, თქვენთან ერთად შევქმნათ ახალი საგარეჯო. მეტიც, მინდა ერთად შევქმნათ მეტი, ვიდრე საგარეჯო.“- მიმართა ამომრჩევლებს ეკატერინე ქვლივიძემ და მაჟორიტარი კანდიდატებიც წარადგინა.

პარტია ლელოდან ქალაქი საგარეჯოს 1 ოლქში კენჭს იყრის - თორნიკე ჩუნთიშვილი; მე-2 ოლქში - თამარ ყორღანაშვილი; ნინოწმინდა და წყაროსთავი - გიორგი ჭავჭანიძე; გომბორი და კოჭბაანი - გოჩა ლაშქარაშვილი; პატარა ჩაილური და კაკაბეთი - სულიკო გრძელიშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google