კორონავირუსით კიდევ 78 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი. გარდაიცვალა 78 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 545 033 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 488 661, გარდაიცვალა 7 329 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google