დაქირავებით დასაქმებულთათვის აგვისტოს თვის 200 ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, დაქირავებით დასაქმებულთათვის აგვისტოს თვის 200 ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა.

მათივე ცნობით, მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური დასრულდა.

აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„დღეისათვის, აგვისტოს თვის 200 ლარიანი საკომპენსაციო თანხა დაერიცხა 6 979 პირს, 1 395 800 ლარის ოდენობით.ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის – 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის – 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს – 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით, ხოლო ივნისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით. ივლისში კომპენსაცია ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ.ცნობისთვის დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათ კომპანიებში დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის 6 თვიანი ვადა აგვისტოს თვეში სრულად ამოიწურა“,- წერია ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google