გურჯაანელი 13 წლის რევაზ მილდიანი ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა
პოლონეთში გამართულ 15 და 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, გურჯაანის სპორტული გაერთიანების სპორტსმენმა რევაზ მილდიანმა, ატაცსა და ორჭიდის ჯამში, ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

გურჯაანის სპორტული გაერთიანების პრესსამსახურის გელა მეგრელიშვილის განმარტებით, რევაზმა ქვეყნის რეკორდიც დაამყარა და ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ძალოსნის სახელით შევიდა.
„13 წლის ბიჭი 15-17 წლამდე ასაკის ევროპი ჩემპიონატზე წაიყვანეს. ბავშმა არათუ პირველი ადგილი დაიკავა ატაცში, არამედ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძლიერი ბავშვია და ამიტომ 13 წლისამ 15 წლის ნორმატივი შეასრულა. ჯამში ორი მედალი ჩამოიტანა.“- აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google