უკვე ჩაბარებულია 2 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი ყურძენი - ლევან მეხუზლა
კახეთში სტიქიის მიერ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა სოფელ აკურაში სახელმწიფო ღვინის ქარხანა "აკურაში" იმყოფებოდნენ და დასეტყვილი ყურძნის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
"2 დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება. დღეს დილისთვის, წუხანდელი ღამის შემდგომ, უკვე ჩაბარებულია 1300 ტონა თეთრი ყურძენი, რომელიც შეადგენს დაახლოებით ორ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულებას და ჩაბარებულია ასევე 900 ტონამდე საფერავი, როგორც ცნობილია დასეტყვილ საფერავს სახელმწიფო იბარებს 1 ლარად." - განაცხადა მეხუზლამ.

| Print |
FaceBook Twitter Google