სასკოლო გარემოში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება - თამარ გაბუნია
სასკოლო გარემოში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებაზე გადწყვეტილება, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„რა თქმა უნდა, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს, რაც უნდა შეჩერდეს და შეეხოს კოვიდრეგულაციები, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში. ესე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან.
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე ეპიდსიტუაცია საკმარისად არ გახდება სტაბილური, რათა სასკოლო გარემო უსაფრთხო იყოს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება.

პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ აქტიურად. ამდენად, ეპიდემიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა, რაც ჩვენ ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /