კორონავირუსის კიდევ 4778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 778 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი. გარდაიცვალა 79.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 549 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 493 414, გარდაიცვალა 7 408 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google