გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან - ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობა არ გამორიცხავს და გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღება საჭირო აღარ გახდეს.

„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ყველა მცდელობა აქვს, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.
რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება, ამის თაობაზე ალბათ, მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას. გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. მადლიერი ვართ ევროკავშრის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას.

მეორე მხრივ ამ საკითხმა დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური გზა, ივლისის თვის ზრდაც 10%-მდე იქნება, რაც ჯამში 7 თვის განმავლობაში იქნება 12.2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ რაიმენაირად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით, ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google