საქართველომ ივლისში 230 ათასზე მეტი ვიზიტორი მიიღო
2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

„ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. თუ გასულ წელს, ივლისში, 46 ათას არ აღემატებოდა, 2021 წლის ივლისში ამ მონაცემმა 230 ათას გადააჭარბა“,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google