4 ოქტომბრიდან სადაც ინფიცირების მაჩვენებლი 4%–ზე ქვემოთ იქნება, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, 4 ოქტომბრიდან ქალაქებსა და სოფელებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებლი 4%–ზე ქვემოთ იქნება, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

„სკოლები, პროფესიულ კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლებები, 4 ოქტომბრამდე იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში... 4 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს, იმას, რომ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში, შესაბამისად აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება კვლავ დისტანციურად“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაშიც, მშობლების მიმართვის საფუძველზე, მოსწავლეებს ექნებათ უფლება სწავლა დისტანიურად გააგრძელონ.

,,ასევე მინდა განვმარტო, რომ, როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს იმ სოფლებში და ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავზოთ და შევთავაზებთ მშობლებს. ჩვენ გვქონდა ეს პრაქტიკა დანერგილი წინა სემესტრებში - ეს მდგომარეობს იმაში, რომ თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია მისი შვილი კვლავ დისტანციურ ფორმატში სწავლობდეს, ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ, ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი.'' - თქვა მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google