გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს უფლებამოსილება შეუჩერდა
დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. იმის გამო, რომ რამდენიმე კვირის წინ მერის ორივე მოადგილემ თანამდებობა დატოვა, დღეიდან მერის მოვალეობას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანა კუტიბაშვილი შეასრულებს. თუმცა, კოვიდრეგულაციების გამო, ის ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად მუშაობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / მერი /