კორონავირუსით კიდევ 74 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4103 პაციენტი. გარდაიცვალა 74 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 553 697 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 497 517, გარდაიცვალა 7 482 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google