სრულად ვაქცინირებული პირებისთვის იუსტიციის სამინისტრო შეღავათებს აწესებს
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.

უწყების ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;

უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;

ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.

დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google