საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 393 420 ადამიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 210 746 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 802 083, სრულად - 393 420. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით. ამასთან, 27 აგვისტოდან, ახალი პარტიის მიღებამდე შეჩერდა "სინოფარმის" პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. მეორე დოზით ვაქცინაცია გრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google