გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატია
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ განცხადება ექს–პრემიერმა თბილისში, მეტეხის ტაძართან გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა.

„მე, ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა მან.

გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი პარტია ქართული ოცნება 18 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციამდე დატოვა. მოგვიანებით მან პარტია „საქართველოსთვის დააფუძნა.

| Print |
FaceBook Twitter Google