კახეთში კორონავირუსის 289 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1206 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 295, იმერეთი - 453, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 231, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 255, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 556 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 502 534, გარდაიცვალა 7 563 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google