პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბერს არ დაიწყებენ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბერს არ დაიწყებენ.

უწყების ცნობით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყებენ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4%-ზე მეტი იქნება, პირველი კლასის მოსწავლეები სწავლას 4 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყებენ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google