კორონავირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი. გარდაიცვალა 58.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 572 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 531 764, გარდაიცვალა 8 035 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google